01 აგვისტო 2026,   10:44
ვრცლად
უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა - დაზარალებულია ლაგოდეხის, ყვარლისა და გურჯაანის სოფლები

უამინდობამ კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. დაზარალებულია ლაგოდეხის, ყვარლისა და გურჯაანის სოფლები. ინტენსიური წვიმის შედეგად, ადიდებულია მდინარეები.

უხვმა ნალექმა დააზიანა ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე არხები, რის გამოც დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

განსაკუთრებით დიდია ზარალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში.

სტიქიის ზონაში ჩავიდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი. მათი თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და აქტიურად მიმდინარებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები