სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მაგიარს გამარჯვება სოციალური ქსელით მიულოცა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არჩევნები უნგრელი ხალხის ნებას ასახავს.
"გულითადად ვულოცავ პეტერ მაგიარსა და უნგრელ ხალხს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას. ეს დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებასა და ქვეყნის მომავლის ხედვას", - წერს ფაშინიანი.