18 ივნისი 2026,   16:53
ვრცლად
NATO-ს გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა NATO-ს წევრი ქვეყნების მიმართ და მიანიშნა, რომ ამერიკის ფინანსური ვალდებულებები ალიანსის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ "ძალიან სერიოზული გადახედვის" საგანი გახდება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა NATO-ს გამო იმედგაცრუებულია - "ისინი ჩვენ გვერდით არ იდგნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვიხდით NATO-სთვის, ისინი კი ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ".

"ახლა უნდათ ჩართვა, მაგრამ რეალური საფრთხე აღარ არსებობს," - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები