28 ნოემბერი 2026,   11:25
ვრცლად
უპრეცედენტო სატელევიზიო პროექტი "ქართული", რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტრო და "რუსთავი 2" წარმოგიდგენთ, ახალ ეტაპზე გადადის და LIVE კონცერტებისთვის ინტენსიურად ემზადება

ქართული მრავალხმიანობა, უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც თაობიდან თაობამდე ახალ სიცოცხლეს იძენს.

უპრეცედენტო სატელევიზიო პროექტი "ქართული", რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტრო და "რუსთავი 2" წარმოგიდგენთ, ახალ ეტაპზე გადადის და LIVE კონცერტებისთვის ინტენსიურად ემზადება. მაყურებელს წინ საინტერესო და მრავალფეროვანი შოუ ელოდება.

ნატო გელაშვილის, ეკა კახიანის, ლილიკო ნემსაძისა და ქეთი გაბისიანის ცნობილი ჰიტები განსხვავებული ინტერპრეტაციებით - პირველი LIVE კონცერტი განსაკუთრებული იქნება. ჟიურის თქმით, LIVE შოუებზე კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან საუკეთესო ათეული საკუთარ შესაძლებლობებს პირდაპირ ეთერში წარადგენს.

ვასო აბაშიძის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე კონკურსანტები ბენდის, შოუს ფინალში კი - ორკესტრის თანხლებით იმღერებენ.
LIVE კონცერტები სტარტს 14 აპრილიდან აიღებს, წამყვანები კი "რუსთავი 2-ის" სახეები იქნებიან.

პროექტი პირველი მუსიკალური კონკურსია ტრიოებისთვის, კვარტეტებისთვის, ჯგუფებისა და ანსამბლებისთვის, რომლებიც ქართულ ქალაქურ და მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები