მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას განსაკუთრებულად ელოდება. იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევა და საფლავი დაიხურება.
საფლავის გარშემო სამჯერ ლიტანიობის შემდეგ, პატრიარქი თეოფილე განიმოსა და კვართით შევა კუვუკლიაში. ტაძარში მყოფებს ხელში უჭირავთ 33 სანთლის კონა, რაც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს განასახიერებს.
მორწმუნეები იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან შეიკრიბნენ.
წმინდა მიწაზე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ომის გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. თუმცა ისრაელის ხელისუფლებამ დღესასწაულის წინ მისი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მიღებულია საგანგებო ზომები. დღეს ქრისტიანების მთავარ ტაძარში 2 000 ადამიანი დაიშვება. შესვლა შეიძლება მხოლოდ სპეციალური საშვებით და სამკლაურებით. თითოეულ კონფესიას მათ შორის მართლმადიდებლებს, სომხებს და კოპტებს თავიანთი კვოტა აქვთ.
პოლიციამ უძველეს ქალაქში რკინის ბარიერები აღმართა. მონიშნული აქვთ ევაკუაციის დერეფნებიც. გოლგოთის გზაზე დაწესებული შეზღუდვები ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.