18 ივნისი 2026,   13:03
ვრცლად
"ეს გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს" - პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა

ირანსა და აშშ-ს შორის პაკისტანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ახლოვდება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა მოსახლეობას დღეს ტელევიზიით მიმართა.

"ეს გადამწყვეტი მომენტია. ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს," - თქვა მან.

"პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევით, ყველაფერი ღვთის ხელშია" - აღნიშნა შარიფმა.

დღეს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პაკისტანში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ "მოუთმენლად ელის" მოლაპარაკებებს.

"თუ ირანელები მზად არიან კეთილი ნებით მოლაპარაკებისთვის, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ"- განაცხადა ვენსმა.

დღის ამბები