18 ივნისი 2026,   13:03
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი აცხადებს, მათ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ დეპარტამენტი მომავალ კვირას გამართავს შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ისრაელთან და ლიბანთან მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე დაიწყებს.

"მე გუშინ კაბინეტს მივეცი მითითება, რომ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ,"- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მოლაპარაკებები "ჰეზბოლას განიარაღებასა და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე იქნება ორიენტირებული".

დღის ამბები