აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.