09 აგვისტო 2026,   19:17
ვრცლად
ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში, მეუფე შიო წირვას აღავლენს

დღეს დიდი ხუთშაბათია - განსაკუთრებული დღე ვნების შვიდეულში. ტაძრებში დილიდან ლიტურგია შესრულდება; წაიკითხავენ 12-გზის სახარებას. მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

"ზიარების დაწესების დღეა, შეიძლება ეს დღე ასე განვიხილოთ და, ასევე, გეთსიმანიაში ლოცვის დღე. ვიცით, რომ დიდი თავმდაბლობის ნიშნად, ფეხები დაბანა მოციქულებს და ასწავლა, რომ მათაც იგივე თავმდაბლობა უნდა გამოევლინათ მომავალში. ყველა ტაძარში აღევლინება წირვები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს ველოდებით სამების საკათედრო ტაძარში და ის შეასრულებს წირვას. იქნება ქადაგებაც და, ასევე, დღეს საღამოს, 18:00 საათზე, წაიკითხება 12 ვნების სახარება," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

დღის ამბები