11 აგვისტო 2026,   20:19
ვრცლად
ბიზნესმა ითხოვა დრო - კონკრეტული მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება, რაც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული - დავით სონღულაშვილი პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადებაზე

მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული პლასტიკის გამოყენება და მისი ნარჩენი გარემოში.

"პოლიტიკური ხედვა და გადაწყვეტილება მიღებულია ხელისუფლების მიერ, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული პლასტიკის ნარჩენი გარემოში და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზუსტად ამიტომ იყო მიღებული ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღებული იყო გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები კერძო სექტორთან, ბიზნესთან და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ბიზნესი საქართველოში არის გამორჩეულად მაღალი პასუხისმგებლობით გარემოსთან და ჯანმრთელობასთან მიმართებით. ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითონ გადაწყვეტილებასთან მიმართებით იყო აბსოლუტურად ერთსულოვანი, ითხოვეს დრო ამასთან მიმართებით, კონკრეტული მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავებაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  დავით სონღულაშვილი.

დღის ამბები