13 აგვისტო 2026,   23:34
ვრცლად
სიცრუით სავსე პროპაგანდაა მიმართული ერთი მიზნისკენ, მოახდინონ დისკრედიტაცია მმართველობის იმ რგოლის, რომელიც ყველა რეიტინგში ლიდერობს - გია ვოლსკი სადიგოვის საქმეზე

მმართველი გუნდი აფგან სადიგოვის საქმეზე გავრცელებულ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე საუბრობს.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს, "რამდენიმე დღეა საუბრობენ, თითქოს აფგან სადიგოვის პროცესი ღამის სამ, ოთხ საათზე გაიმართა. მისივე განცხადებით, კამპანიიის ეს ნაწილი ყალბი და “ფეიკი” აღმოჩნდა. სინამდვილეში კი სადიგოვი დაახლოებით საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი კი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტ ხანს გაწელეს, რადგან ხან პროცესის გადადება მოითხოვეს, ხან მასალების გაცნობა და ასე შემდეგ", - წერს გორდულაძე.

"სიცრუით აღსავსე პროპაგანდაა და მიმართულია ერთი მიზნისაკენ, რომ როგორმე მოახდინონ დისკრედიტაცია მმართველობის იმ რგოლის, რომელიც ყველა რეიტინგში ლიდერობს. შეიძლება ნებისმიერი კუთხით ან ადვოკატებმა, ან სამართალმცოდნეებმა გამოიყენონ ეს საკითხი საწინააღმდეგოდ, მაგრამ ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რასაც ჰქვია დანაშაული", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები