09 აგვისტო 2026,   17:58
ვრცლად
ილჰამ ალიევი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზინდეტების პირისპირ შეხვედრა. მოგვიანებით ილჰამ ალიევს უკვე საქართველოს პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს.

მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ალიევთან ერთად თბილისში დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები ჩამოდიან.

 

დღის ამბები