გამოკითხულთა 26%-იანი მხარდაჭერა - ახალი კვლევის მიხედვით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ამჟამად ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.
კომპანია INSA-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ პარტიის მხარდაჭერა 26%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა კანცლერ ფრიდრიხ მერცის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" (CDU-CSU), რომელსაც 25% უჭერს მხარს.
"მწვანეებს" 12%-იანი, ხოლო "მემარცხენეებს" 11%-იანი მხარდაჭერა აქვთ.