მოღალატეობრივი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად აფასებს მმართველი გუნდი ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსვლას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა და "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი რუხაძემ, საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
როგორც უმრავლესობაში ააცხადებენ, "ენჯეოები:, ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის გარე ძალების ინტერესებს ატარებენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის ეკა სეფაშვილის თქმით კი, გიგაური დავალებებს უცხოეთიდან იღებს.
"ეკა გიგაური არის ის პიროვნება, რომელიც უცხოეთიდან იღებს არამხოლოდ დავალებებს, არამედ დაფინანსებასაც. მისი გამოსვლა ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოში ემსახურება ერთ-ერთი დავალების შესრულებას, რომელიც მას აქამდეც არაერთი ჰქონდა. ეკა გიგაური და მისთანანი ითხოვენ დახმარებას. ეს თხოვნა არის იმისათვის გამიზნული, რომ მათ მიეცეთ გარკვეული ლეგიტიმაცია, ვგულისხმობ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ მორალური მცირეოდენი გამართლება მაინც ჰქონდეთ, რატომ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში", - აცხადებს სეფაშვილი.