დონალდ ტრამპმა აშშ-ს გენერალური პროკურორი პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ Fox News-ი ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ბონდი ოთხშაბათს საღამოს ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდა, სანამ ის ირანში მიმდინარე ომზე მიმართვას წარმოთქვამდა, სადაც მას გათავისუფლების შესახებ აცნობეს.
წყაროების ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ბონდის ჩანაცვლებას, გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორ, ლი ზელდინით განიხილავს.