01 აგვისტო 2026,   22:19
ვრცლად
არც ზიანია ანაზღაურებული, შესაბამისად, რაიმე პირობა, ბრალდების მხარეს არ მიუღია და არ განუხილავს - პროკურორი ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოკითხეს დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის შვილი. ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

თემასთან დაკავშირებით ისაუბრა საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

"ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ არის განცხადებები შემოტანილი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მთავარია ზიანი იყოს ანაზღაურებული. ვინ გადაიხდის, თავად ბრალდებული თუ მათი ოჯახის წევრი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მთავარია, დაზარალებულს არ ჰქონდეს პრეტენზია, რასაც ითვალისწინებს ბრალდების მხარე ყოველთვის, როდესაც აფორმებს საპროცესო შეთანხმებას.

არც ზიანი არ არის ანაზღაურებული, შესაბამისად, რაიმე პირობა, მოკლე პერიოდში ფიზიკურად განცხადებების შემოსვლის შემდეგ ბრალდების მხარეს არ მიუღია და არ განუხილავს", - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები