06 აგვისტო 2026,   20:11
ვრცლად
თავად უწერიათ, რომ ყველა ვალდებულია, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე იმუშაოს, მეორე მხრივ, ყოველდღე ევროკავშირის აქტიურ კრიტიკაში არიან - ცოტნე კობერიძე

"მაინტერესებს მათი პოზიცია რა არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საკუთარი დაწერილია კონსტიტუცია და თავად უწერიათ, რომ ყველა ვალდებულია, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე იმუშაოს", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ცოტნე კობერიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

ცოტნე კობერიძის თქმით, აინტერესებს "ქართული ოცნების" პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა ყოველდღე ევროკავშირის აქტიურ კრიტიკაში არიან.

"ამ საკითხზე დებატები არაერთხელ ყოფილა. მაინტერესებს, მათი პოზიცია რა არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საკუთარი დაწერილია კონსტიტუცია და თავად უწერიათ, რომ ყველა ვალდებულია, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე იმუშაოს.

ამ კუთხით, რა პოზიციას დაიჭერს და დებატებში, როგორ უნდა შემოვიდეს არ ვიცი იმიტომ, რომ თვითონვე აქვთ ნათქვამი, შემდეგ გაფართოებაში უნდათ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი.

მეორე მხრივ, ყველა დღე ევროკავშირის აქტიურ კრიტიკაში არიან და ამბობენ, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ. მაინტერესებს, სტრუქტურას, რომელსაც ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, თან იმ სტრუქტურაში ყოფნა როგორ უნდათ. ან ერთი უნდა ითქვას, ან მეორე, აქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესოა რა პოზიციით მოვა ხელისუფალი", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

დღის ამბები