საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით, სამმა ქართულმა სტარტაპმა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიიღო.
ჯამში, ამ ეტაპზე, აღნიშნულ სტატუსს 11 სტარტაპი ფლობს. სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.