11 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლენს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლის აღავლენს. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა, მეუფე შიო პარაკლისის შემდეგ პანაშვიდს გადაიხდის, მსახურებას ესწრებიან სინოდის წევრები და სასულიერო პირები.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად იმყოფებიან პრემიერი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატები და მთავრობის წევრები.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, 
ილია მეორის საფლავზე პატივის მისაგებად მოქალაქეები დილიდან მიდიან.

სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღიარა.

დღის ამბები