04 აგვისტო 2026,   12:06
ვრცლად
ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა - მიხეილ დუნდუა

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

"ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში რომელიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა და ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები