04 აგვისტო 2026,   14:21
ვრცლად
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ, უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად, მდგრადობა შეინარჩუნა" - ნათია თურნავა

თბილისში კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა, როგორც საქართველოდან, ისე რეგიონის ქვეყნებიდან.  

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა. 

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ, უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად, მდგრადობა შეინარჩუნა. ზრდა ძლიერი, ინფლაცია კი კვლავ მართვადი იყო და შენარჩუნდა საერთო მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
საგარეო პოზიციაც, ზოგადად, ხელშემწყობი იყო, ხოლო ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები კიდევ უფრო გაძლიერდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 57%-იან ზრდას შეადგენს.

საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. რა თქმა უნდა, რეალისტებიც უნდა ვიყოთ. კაპიტალის ბაზრები ერთ ღამეში არ ვითარდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკის პერსპექტივიდან, ჩვენი როლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბაზრის განვითარება ჯანსაღ და სანდო საფუძველზე წარიმართოს", - ამბობს ნათია თურნავა. 

დღის ამბები