საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად ბათუმიდან ადამიანები დღესაც გაემგზავრნენ.
მრევლი ცენტრალურ სტადიონთან შეიკრიბა. Მათ თბილისის მიმართულებით, უფასო ტრანსპორტი დღესაც ემსახურება.
გამგზავრებამდე, შეკრებილებმა მწუხარება გამოხატეს პატრიარქის გარდაცვალების გამო და თქვეს, რომ მათთვის უდიდესი დანაკლისია პატრიარქის გარდაცვალება- პატრიარქის, რომელმაც ერის გაერთიანება შეძლო და ადამიანებისთვის ნდობის სიმბოლო გახდა.
"მთელი ღამე ვერ მოვისვენე, არ შემეძლო, რომ არ გამეცილებინა. შეიძლება ახლოსაც ვერ მივიდე, მაგრამ მაინც ვიგრძნობ იმის სიახლოვეს. უსაყვარლესი ადამიანი მთელი ერისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ყოველთვის ამბობდა - სიყვარული გადაგვარჩენს, გიყვარდეთ ერთმანეთიო", - აცხადებს ბასაძიშვილი.