07 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
"დოჰას მართლმადიდებლურ ბერძნულ ტაძარში კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა, აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს კატარში. 
 
"დოჰას მართლმადიდებლურ ბერძნულ ტაძარში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 
 
სამწუხაროდ, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, დოჰაში მცხოვრებმა ქართველებმა პანაშვიდზე დასწრება ვერ შეძლეს.
 
ლოცვა არაბულ, ბერძნულ, რუმუნილ, ინგლისურ და ქართულ ენებზე აღევლინა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
 
 
ლუკა ჩლაიძე
დღის ამბები