სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა, რაშტილავ ჩოვანეცმა, სლოვაკეთის სახელით სამძიმარი გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
"სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო. იგი ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო. მან მთელი ცხოვრება საზოგადოების ერთიანობას მიუძღვნა და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც გასცდა საქართველოს ფარგლებს. განისვენოს მშვიდობით," - წერს სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი.
ლუკა ჩლაიძე