11 აგვისტო 2026,   07:28
ვრცლად
თბილისის მეტრო დღეს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.

"დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც. ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.

21-22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება,"- აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

დღის ამბები