ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქალ ბრალდებულს კი 7 000-ლარიანი გირაო. საერთო ჯამში დღეს 17 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი 3 დღის წინ დააკავეს. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად.