ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კიდევ ოთხმა წევრმა, თეირანის ზეწოლის შემდეგ, ავსტრალიის მთავრობისთვის გაგზავნილი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი უკან გაიწვია, ინფორმაციას, გუნდთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ორი ფეხბურთელი, მონა ჰამუდი და ზაჰრა სარბალი, ასევე კლუბის თანამშრომელი ზაჰრა მეშკეკარი, უკვე მალაიზიაში ჩავიდნენ და მალე თეირანში გაემგზავრებიან.
მოგვიანებით, CNN-მა შეიტყო, რომ განაცხადი კიდევ ერთმა ქალმა გაიტანა, ერთ-ერთი წყარო ამის მიზეზად ირანის მხრიდან ზეწოლას ასახელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მეოთხე ქალი, ვინც განაცხადი უკან გაიწვია, გუნდის კაპიტანი ზაჰრა ღანბარია და ის ირანში ბრუნდება.
აღნიშნული ქალები, ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შვიდ წევრს შორის იყვნენ, რომლებსაც ამ თვის დასაწყისში AFC ქალთა აზიის თასზე მონაწილეობის შემდეგ, პოლიტილკური თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველზე, ავსტრალიაში დარჩენის ვიზები მიენიჭათ.