18 ივნისი 2026,   14:35
ვრცლად
უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის - Financial Times

უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შენელდა და შესაძლოა კიევისთვის "კატასტროფად" იქცეს - ამის შესახებ Financial Times ოთხ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეერთებული შტატების მთავარი ყურადღება ირანთან დაკავშირებულ ომზეა გადატანილი და მოლაპარაკებების პროცესი "საფრთხის ზონაში" მოექცა.

"უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ქრება, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის", - აღნიშნავს გამოცემა.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სიტუაციას ევროპისა და უკრაინისთვის "კატასტროფა" უწოდა.

FT-ის წყაროების ცნობით, ნავთობის ფასების მატება რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ხოლო აშშ-ის უარი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე მოსკოვზე ზეწოლას კიდევ უფრო ამცირებს.

"აშშ-ის პრეზიდენტი აღარ არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაზე", - ამბობენ ევროპელი ოფიციალური პირები. ამ ფონზე, მოლაპარაკებები ფაქტობრივად "ძალას კარგავს" და ახალი რაუნდი ჯერ არ არის დაგეგმილი", - წერს ავტორი.

სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა. შემდეგი რაუნდი, რომელიც 5 მარტს აბუ-დაბიში უნდა ჩატარებულიყო, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გამო გადაიდო, ხოლო ახალი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

დღის ამბები