18 ივნისი 2026,   13:17
ვრცლად
ხამენეის პირველი მიმართვა: ირანმა ჰორმუზის სრუტეზე დარტყმები უნდა გააგრძელოს

ირანის სახელმწიფო ტელევიზია, ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით წამყვანმა წაიკითხა,  გაჟღერდა გაფრთხილება, რომ რეგიონში არსებული აშშ-ის ყველა ბაზა უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „თავდასხმის სამიზნე გახდებიან".

მედიაში გავრცელებულ კომენტარში ხამენეი აცხადებს რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ბერკეტი კვლავ უნდა იყოს გამოიყენოს.

"ჩვენ არ ვართ ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნების მტრები და მხოლოდ ამერიკელების ბაზებს ვუმიზნებთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შვილები, რადგან მე დავკარგე მამა, დავკარგე ცოლი. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთის მადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“ - ნათქვამია აიათოლა მოჯტაბა ხამენეის განცხადებაში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა“.

 

დღის ამბები