07 აგვისტო 2026,   08:43
ვრცლად
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

438 ხმით 37-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის დაკავებას, ასევე, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. კენჭისყრამდე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

ევროდეპუტატების ნაწილს სტრასბურგში "კურიერი" ესაუბრა. ტიერი მარიანი აცხადებს, რომ რეზოლუციაში ჩანაწერი თითქოს ელენე ხოშტარია პოლიტპატიმარია, აბსურდულია, რადგან ხოშტარიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთა. ევროპარლამენტარმა გაიხსენა ხოშტარიას რუსეთის ფედერაციიდან დაფინანსების საკითხიც. ამ თემაზე ქართველმა ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს მარკეტა გრეგორევასაც, რომელიც აცხადებს, რომ ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსებაზე ინფორმაცია პირველად ესმის.

დღის ამბები