ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რადგან აწუხებს ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული ვითარება და ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა.
ამის შესახებ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ არა.
"ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა. ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს და სწორედ ამაზე ვისაუბრე", - განაცხადა პაშინიანმა.
ცნობისთვის, გუშინ ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.