18 ივნისი 2026,   13:18
ვრცლად
დარტყმები მიიტანეს ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა - ისრაელის შეიარაღებული ძალები

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ იერიში განხორციელდა ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება მიმდინარეობდა.

უწყების განმარტებით, ისრაელის ავიაციამ დარტყმები დაზვერვის მიერ მიწოდებულ ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელა.

მათივე ცნობით, „ტალეგანის“ კომპლექსი გამოიყენებოდა თანამედროვე ასაფეთქებელი მოწყობილობების განვითარების მიზნით და „ამადის“ პროექტის ფარგლებში საიდუმლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

დღის ამბები