18 ივნისი 2026,   19:36
ვრცლად
აშშ-ის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ირანის მთავრობის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს - Reuters

Reuters-ი, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ, აშშ-ის და ისრაელის თითქმის ორკვირიანი დარტყმების მიუხედავად, ირანის ხელმძღვანელობა სრულ კონტროლს ინარჩუნებს. 

როგორც მედია წერს, დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანის ძალაუფლების სტრუქტურა აგრძელებს ფუნქციონირებას.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და დროებითი ლიდერები კვლავ აკონტროლებენ სიტუაციას და ექსპერტთა ასამბლეამ უკვე დანიშნა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ახალ უზენაეს ლიდერად.

 

დღის ამბები