07 აგვისტო 2026,   02:25
ვრცლად
"სომხეთის ლიდერმა უთხრა ევროპელებს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დამაზიანებელია რეგიონისთვის" - ირაკლი ქადაგიშვილი

"სომხეთის ლიდერი ხედავს შემაფერხებელ ფაქტორს და ეს უთხრა ევროპელებს ევროპაში - რომ თქვენი ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის არამარტო საქართველოსთვის ან სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის დამაზიანებელი," - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

"სომხეთის ლიდერი ხედავს შემაფერხებელ ფაქტორს და ეს უთხრა ევროპელებს ევროპაში - რომ თქვენი ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის არამარტო საქართველოსთვის ან სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის დამაზიანებელი. რეგიონისთვის რომ დამაზიანებელია, ეს კიდევ ერთხელ დაინახეს ირანში მიმდინარე საომარი პროცესების შედეგად, როდესაც შუა დერეფანი, ფაქტობრივად, ერთადერთი ალტერნატივაა და აღმოჩნდა, რომ ეს შუა დერეფანი არამარტო მშვიდობისა და სტაბილურობის [კუთხით], არამედ ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკური და ყველა საჭირო კომპონენტის კუთხით არის ჩამოყალიბებული და მზა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები