06 აგვისტო 2026,   16:58
ვრცლად
საქართველოს აქვს აღებული პოზიტიური ვალდებულება, ამ ვალდებულებას ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ - ირაკლი ქადაგიშვილი ყულევის პორტზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აქვს აღებული და ეს ვალდებულება ჯერ კიდევ 2022 წელს აიღო.

როგორც ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საქართველო აღებულ პოზიტიურ ვალდებულებას ასრულებს და მომავალშიც გააგრძელებს.

"იქ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აქვს აღებული და ეს ვალდებულება ამ წერილის დაწერის წინ კი არ აიღო, ეს ვალდებულება საქართველომ აიღო 2022 წელს, როდესაც დაიწყო ომი და მოხდა საერთაშორისო სანქციების შემოღება. სამჯერ იყო მონიტორინგი განხორციელებული, მათ შორის, ო სალიანი სამივე მონიტორინგი მონაწილე იყო და სამივეჯერ უმაღლესი შეფასება მიიღო საქართველომ. 55 გემია სანქციური რეჟიმის გამო გაჩერებული, დაახლოებით 2 500-მდე ტვირთი ოპერირება შემწყდარია, ეს ყველაფერი არის დასავლეთი, ეს არის ევროპის სახელმწიფოების ტვირთბრუნვა, რომლებიც ამ სანქციების ავტორები ვინც არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ პოზიტიური ვალდებულება რაც ავიღეთ, ამ პოზიტიურ ვალდებულებას ვასრულებთ და გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები