18 ივნისი 2026,   18:11
ვრცლად
"აშშ ახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს" - ირანის ელჩი გაეროში

გაეროში ირანის ელჩმა, შტატები და ისრაელი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ იერიშებში დაადანაშაულა.

ამირ საიდ ირავანის განცხადებით, ისინი მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ხალხის, ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

"ამერიკის შეერთებული შტატები აშკარად ახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. მათ თავდასხმებმა უკვე იმსხვერპლა ასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის ქალებისა და ბავშვების. სამწუხაროა, რომ უშიშროების საბჭო კვლავ დუმს. საბჭო თვალს ხუჭავს ამ უხეშ დარღვევაზე. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ხალხის, ჩვენი ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის დასაცავად", - განაცხადა ამირ საიდ ირავანმა.

დღის ამბები