უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უარყოფილია, ასევე უარყოფილია ომის დაფინანსების გაგრძელება და ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გადაქცევის მცდელობები. რეზოლუცია 142 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 28 პარლამენტარი, 4-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი წერს. მისი თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომშია და მისი მიღება ევროკავშირს კონფლიქტის უშუალო მონაწილედ აქცევს. რეზოლუცია უნგრეთის მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებების დაწყებას.
კანონმდებლები ასევე უკრაინისთვის გაწეული მუდმივი დახმარების შედეგებზე აკეთებენ აქცენტს და აღნიშნავენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა 193,3 მილიარდი ევროს დახმარება უკვე გასცა.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინის პოტენციურმა წილმა შესაძლოა 360 მილიარდ ევროს გადააჭარბოს, რაც, სავარაუდოდ, სხვა წევრი ქვეყნებისთვის ფონდების შემცირების ხარჯზე მოხდება.