შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი ირანში პრაქტიკულად დასრულებულია. ტრამპის თქმით, მათ აღარ ჰყავთ ფლოტი, აღარ აქვთ კავშირგაბმულობა და ფლობენ აღარ ფლობენ სამხედრო-საჰაერო ძალებს. მისივე განმარტებით ნაოსნობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ამჟამად გახსნილია და აკვატორიაში გემების მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდება შეფერხდება ტრამპი ოცჯერ უფრო ძლიერი დარტყმით იმუქრება.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ თეირანმა ამ სრუტეზე სრული კონტროლის შესახებ გამოაცხადა.
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა", კი განაცხადა, რომ ომის დასრულების პირობებს თავად ირანი განსაზღვრავს. სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ტრამპის პოზიციის საპასუხოდ გაკეთდა - აღნიშნულია, რომ : „მხოლოდ ირანი გადაწყვეტს, თუ როდის დასრულდება ეს ომი“.
„ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე კომენტარის გაკეთება. ყველა ელოდება მის მომავალ გამოსვლებსა და განცხადებებს. თუმცა, არ მგონია, რომ ამერიკელებთან საუბრის ან მოლაპარაკებების საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში. მოგეხსენებათ, ჩვენ ამერიკელებთან მოლაპარაკებების ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. ეს ყველაფერი ისრაელისა და ამერიკის აგრესიის შედეგია. მათ მთელი რეგიონი გახადეს არასტაბილური და დაუცველი. შედეგები კი კატასტროფულია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ახლა უკვე საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.“ - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.