ირანი ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საფრანგეთს, იმ პირობების შექმნაში ადანაშაულებს, რამაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა და ომის დაწყება გამოიწვია, - ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
"სამწუხაროდ, ევროპულმა ქვეყნებმა ხელი შეუწყვეს ამ პირობების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ ყოველკვირეულ პრესბრიფინგზე.
"ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ კანონის უზენაესობა და წინ აღდგომოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებულ ჩაგვრასა და თვითნებობას, ისინი გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების აღდგენის საკითხზე მათ პოზიციას იზიარებდნენ და ეთანხმებოდნენ. ყოველივე ამან ერთობლიობაში ამერიკულ და სიონისტურ მხარეებს გამბედაობა შემატა, რათა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები გაეგრძელებინათ", - აცხადებს ბაღაი.