ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე 40 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი რაკეტების ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა. დაჭრილთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.
ასევე, თავდასხმის შედეგად, სხვა ლოკაციაზე, 30 წლამდე ასაკის კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.
პირველადი რეაგირების ჯგუფების ცნობით, თავდასხმის დროს ცენტრალურ ისრაელს, სავარაუდოდ, რამდენიმე კასეტური ბომბით დაარტყეს.