19 ივნისი 2026,   03:53
ვრცლად
ისრაელმა ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა - Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ისრაელმა, ამ თვის დასაწყისში, სამხრეთ ლიბანის საცხოვრებელ რაიონებში თეთრი ფოსფორი გამოიყენა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა ახალ ანგარიშში აღნიშნა, რომ დასტურდება 7 ფოტოს ავთენტურობა, რომლებიც ასახავს სამხრეთ ლიბანის იომორის საცხოვრებელ რაიონში გასროლილ თეთრი ფოსფორის ჭურვებს და 3 მარტს იქ, სულ მცირე, ორ სახლში გაჩენილ ხანძრებს.

"ისრაელის სამხედროების მიერ საცხოვრებელ რაიონებში თეთრი ფოსფორის უკანონო გამოყენება უკიდურესად საგანგაშოა და საშინელ შედეგებს მოიტანს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის... თეთრი ფოსფორით დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან მძიმე დაზიანებები, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯვას გამოიწვევს", - აცხადებს Human Rights Watch-ის მკვლევარი რამზი კაისი. 

 

დღის ამბები