ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქრო მოიპოვა, - ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ.
ოქროს მედლის მფლობელი გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლის ჯავახიშვილი დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზადხანოვს შეხვდება.