02 აგვისტო 2026,   06:30
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძე პასუხობს

ორ საათზე მეტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძე პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი სუს-ში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე აშშ-ს საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დღის ამბები