საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა.
შეხვედრა "ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა და 53:30 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 15 მარტს ლეგანესში, "ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე" გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.
ეროვნული ნაკრების თამაშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.