10 აგვისტო 2026,   13:28
ვრცლად
"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობას, რომელმაც დაგვიორგანიზა ეს რეისი და ჩამოვედით მშვიდობიანად" - დამატებითი სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე

მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა. ამით კი დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ.

საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც საქართველოს შესაბამის საელჩოებს, მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით მიმართა, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა- მასკატიდან და რიადიდან განხორციელებული სპეციალური რეისებით.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოთხი სპეციალური რეისი განხორციელდა.

ერთ-ერთი მგზავრის, დავით კამკამიძის განცხადებით, გზა რთული იყო, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნება შეძლო.

"ვიმყოფებოდით დოჰაში, რვა დღის განმავლობაში, ჩვენმა მთავრობამ დაგვიგეგმა რეისი, რომელსაც გამოვყევით, საკმაოდ რთული იყო გზა, მაგრამ დავძლიეთ და სამშობლოში დავბრუნდით. ყველა ქვეყნის საელჩოს მინდა მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ჩვენს მთავრობას, რომელმაც დაგვიორგანიზა ეს რეისი და ჩამოვედით მშვიდობიანად", - განაცხადა დავით კამკამიძემ.

დღის ამბები