საფრანგეთში მოღვაწე გამომცემლის და გიდის, მაქსიმე ლალიაშვილის ორენოვანი გზამკვლევის - "პარიზული სიწმინდეები " პრეზენტაცია გაიმართა.
მაქსიმე ლალიაშვილი რამდენიმე ათეული წელია საფრანგეთში მოღვაწეობს, დააარსა საკუთარი გამომცემლობა და ფრანგულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს სასულიერო ლიტერატურას. ახლახან, ფრანგულად გამოსცა მამა გაბრიელის ცხოვრება.