ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, დევნილი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საკუთარი პროდუქცია დამთვალიერებელს აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა წარუდგინეს.
საექსპოზიციო სივრცე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან მეწარმეებს ქალთა დღესასწაული მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში აფხაზეთის მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.