18 ივნისი 2026,   19:56
ვრცლად
ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს ხამენეის მემკვიდრის და ყველა იმ პირის დევნას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის სამხედროები აპირებენ დაარტყან ხამენეის მემკვიდრეს და ლიდერის შერჩევის პროცესში ჩართული პირებს. ამის შესახებ კვირას გავრცელებულ გაფრთხილებაშია ნათქვამი, იუწყება CNN-ი.

"ტირან ხამენეის დამხობის შემდეგ, ირანის ტერორისტული რეჟიმი ცდილობს გადაჯგუფებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს მემკვიდრის და ყველა იმ პირის დევნას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მემკვიდრის შერჩევის შეხვედრაზე დამსწრე პირებიც გააფრთხილა: "ჩვენ, უყოყმანოდ, თქვენც ამოგიღებთ სამიზნეში. ჩათვალეთ, რომ გაფრთხილებული ხართ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ახლოსაა უზენაესი ლიდერის არჩევასთან.

 

დღის ამბები