18 ივნისი 2026,   19:55
ვრცლად
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა, თუ ამ ქვეყნიდან ირანის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყობა, შესაბამის ზომებს მივიღებთ

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, ალი ლარიჯანის თქმით, ისინი შესაბამის პასუხს გასცემენ.

ამასთან, ლარიჯანის თქმით, ტრამპმა ირანზე თავდასხმებით ვერ მიაღწია თავის მიზნებს.

როგორც ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ირანის ხელმძღვანელობის და ათასზე მეტი ირანელი ადამიანის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება.

მისივე თქმით, ირანი უკან არ დაიხევს, ვიდრე "შურისძიება არ მოხდება და აგრესორი არ დაისჯება“. "ჩვენ ტრამპს არ გავუშვებთ, მან უნდა გადაიხადოს ფასი“, – განაცხადა ლარიჯანიმ.

"ვინაიდან შეერთებულმა შტატებმა საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია, ის სერიოზული სირთულეების წინაშე დგას. უმჯობესია, ტრამპმა აღიაროს საკუთარი შეცდომა და ფაქტი, რომ ისრაელის ქმედებებმა ის მცდარ გზაზე დააყენა. ჩვენ პასუხს გავცემთ და მომავალშიც ასე მოვიქცევით; ეს ჩვენი უფლებაა და ეს არის ჩვენი მყარი პოლიტიკა.

ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა, თუ ამ ქვეყნიდან ირანის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყობა, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. რეგიონის ქვეყნებმა ან უნდა აღკვეთონ ამერიკის მიერ მათი ტერიტორიის გამოყენება ირანის წინააღმდეგ, ან ამას თავად გავაკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა ამ ომში უცვლელია - ნებისმიერი ადგილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აგრესიისთვის იქნება გამოყენებული, გახდება ჩვენი სამიზნე", - განაცხადა ლარიჯანიმ.

დღის ამბები