11 აგვისტო 2026,   13:12
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან  ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, რასაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

როდესაც საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.

"ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მიწებზე დანიშნულების შეცვლას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალეა, იუსტიციის სამინისტროც გამჭვირვალედ მუშაობს, შეგვიძლია, ერთად გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები